საინფორმაციო ოფიცერი ქუთაისში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცერის პოზიციაზე ქუთაისში   

სამუშაო განაკვეთი: სრული   

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. 

 

  "კრისტალი" გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას; 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; 
  • ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება; 
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით; 
  • კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა; 
  • საოფისე საქმიანობაში დახმარება; 

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • მიზანდასახული და ენერგიული 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე 

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს,  მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 9 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. 


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/05/2020
ბოლო ვადა: 09/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: