საინფორმაციო ოფიცერი ახალციხეში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ახალციხე

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, "კრისტალი" ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. "კრისტალი" პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება `B`/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, "კრისტალი" საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და "მელიორა 2018"-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, "კრისტალი" პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: http://ir.crystal.ge/

 

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
  • საოფისე საქმიანობაში დახმარება;

 

„კრისტალი“ ეძებს მათ ვინც არის:

  • მიზანდასახული და ენერგიული
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

 

და ვისაც აქვს:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
  • რუსული ენის ცოდნა;

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 07 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

განცხადების განხილვის შედეგად შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სრული განაკვეთი
ახალციხე
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/05/2020
ბოლო ვადა: 07/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: