საღამოს ოპერატორი

იბერია რეფრეშმენტსი

სს “იბერია რეფრეშმენტსი“  – პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საღამოს ოპერატორის თანამდებობაზე ფინანსების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება

 

ჩვენ ვართ „იბერია რეფრეშმენტსი“ - პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი და დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

კომპანიის ძირითადი ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი „Max Power”, ლიმონათი „Iberia”, ჩიფსების კატეგორია: Lays, Doritos, Cheetos, და სხვა.

 

დროებითი ხელშეკრულება 6 თვიანი ვადით (დასაქმების გრძელვადიანი პერსპექტივით)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ზედნადებების გააქტიურება RS-ზე;
  • რეალიზაციების გააქტიურება 1C-ში;
  • ფინანსური დოკუმენტების და ზედნადებების შედარება მძღოლების ჭრილში;
  • საჭიროების შემთხვევაში რეალიზაციაში და ფინანსურ დოკუმენტების რედაქტირება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • 1C ERP-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება და MS Office კარგი ცოდნა;
  • RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • ლოგისტიკური ოპერაციებიების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პუნქტუალურობა, შრომისუნარიანობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

გრაფიკი: საღამოს 20:00-დან დილის 05:00-მდე  (ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით).

 

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:  ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge . პოზიციის დასახელება „საღამოს ოპერატორი უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში („subject”-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა:  26.04.2021


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/04/2021
ბოლო ვადა: 26/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: