საგადასახადო რისკების მენეჯერი

ანაგი

სამშენებლო კომპანია ანაგი აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაგი anagi.ge დაფუძნებულია 31 წლის უკან და არსებობის მანძილზე უწყვეტად ოპერირებს საქართველოში. მრავალი წელია იგი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სამშენებლო სექტორში. ჯგუფისთვის მშენებლობა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას, თუმცა იგი მრავალ სექტორში ახორციელებს ინვესტიციებს. ანაგის ინტერესის სექტორებს, გარდა მშენებლობისა, წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარება და რეალიზაცია ან/და ფლობა, სასტუმროები, ჰიდროენერგეტიკა, საცალო ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, სურსათი, სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები.

საგადასახადო რისკების მენეჯერი დაექვემდებარება უშუალოდ ჯგუფის ფინანსურ დირექტორს და მისი მუშაობის არეალი გავრცელდება როგორც ძირითად საქმიანობაზე, ასევე იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელსაც კომპანია ფლობს, ახორციელებს ან განიხილავს მომავალში განხორციელებას.

კანდიდატი, რომელიც დაიკავებს საგადასახადო რისკების მენეჯერის პოზიციას, იმუშავებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფში. ჩართული იქნება ერთდროულად რამდენიმე სექტორში და მიეცემა პროფესიული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა და გამოცდილება ერთდროულად რამდენიმე სფეროში.

იმისთვის, რომ კანდიდატმა მიაღწიოს წარმატებას ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა იყოს გამორჩეულად მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული. სურვილი, რომ კარიერულად გაიზარდოს და წარმატებას მიაღწიოს კომპანიასთან ერთად, არის ურთიერთთანამშრომლობისთვის აუცილებელი ფაქტორი.

კანდიდატი გაივლის 1 ტესტს და 2 გასაუბრებას. ანაზღაურების პაკეტი იქნება კონკურენტუნარიანი და პერსპექტიული. იგი განისაზღვრება შერჩევის პროცესში და/ან კანდიდატთან მოლაპარაკების დროს.

 

ფუნქციები

ქვემოთ მოცემული ფუნქციების შესრულებისთვის გარდა უშუალოდ საგადასახადო რისკების მენეჯერის ჩართულობისა, ზოგიერთ შემთხვევებში გამოყენებული იქნება ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების რესურსი

 

ძირითადი ფუნქციები

  • ჯგუფში შემავალი კომპანიების საგადასახადო რისკების მართვა ფინანსური აღრიცხვისა და დეკლარირების პოლიტიკის დონეზე. არსებული და მომავალში დაგეგმილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და ERP სისტემის გამოყენების წესის განსაზღვრაში მონაწილეობა საგადასახადო რისკების მართვისა და ზუსტი დეკლარირების უზრუნველყოფის მიზნით
  • საკონსულტაციო კომპანიის მიერ გამოვლენილ რისკებზე რეაგირება და მათი დახურვა შეთანხმებულ ვადებში. რისკების დახურვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფა. საკონსულტაციო კომპანიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების მართვასა და აღრიცხვაში დანერგვის უზრუნველყოფა
  • არა ტიპიური და დიდი ზომის ტრანზაქციების განხორციელებამდე მათი განხილვა და ტრანზაქციების განხორციელების ოპტიმალური და ურისკო გზების განსაზღვრა
  • ჯგუფის კომპანიების აღრიცხვის მონიტორინგი და ბუღალტრული ჩანაწერების მიმოხილვა რისკების გამოვლენისა და დახურვის მიზნით, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით
  • სიახლეებისა და მათი გავლენის შესახებ კომუნიკაციის დამყარება ფინანსური დეპარტამენტის გუნდთან და კომპანიის მენეჯმენტთან

 

საკვალიფიკაციო მახასიათებლები

  • 3 ან 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში. საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში საგადასახადო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ექსელის სამომხმარებლო დონეზე კარგად ცოდნა. სასურველია ERP სისტემასთან ან/და საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ACCA-ის (ან მსგავსი პროგრამის) სტუნდეტი/კურსდამთავრებული
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და დამკვიდრებული მიდგომების სიღრმისეული ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე: m.buleishvili@anagi.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: