საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების სპეციალისტი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე. სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების ამოცანაა: საცალო საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით. ფუნქცია-მოვალეობები: ** სესხის გამცემი ორგანიზაციების საცალო საკრედიტო პორტფელის ანალიზი, პორტფელის ხარისხის შეფასება სტატისტიკური/რაოდენობრივი მეთოდებით (მონაცემთა ბაზების დამუშავება, რეპრეზენტატიული შერჩევის მომზადება და შემდგომ შედეგების ექსტრაპოლირება პორტფელზე, სესხების მიგრაციის ანალიზი, სხვა რაოდენობრივი მოდელებით პორტფელის ხარისხის განსაზღვრა), მათ შორის, სხვადასხვა სტრეს სცენარის ეფექტის გათვალისწინებით; ** საცალო პროდუქტების საკრედიტო რისკების შეფასება სისტემურ დონეზე, ზრდისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების დინამიკის მონიტორინგი, საცალო საკრედიტო რისკების შესახებ რისკების დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** სესხებზე საცალო საკრედიტო რისკის ანალიზის და განსაზღვრისათვის შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და დამუშავება; რისკის რაოდენობრივი შეფასების მეთოდოლოგიურ ცვლილებებში მონაწილეობის მიღება; ** საცალო სესხების საკრედიტო პოლიტიკის პრუდენციული რეგულირების ნორმებთან შესაბამისობის დადგენა, საცალო საკრედიტო პროდუქტების რისკიანობის ანალიზი; ** დისტანციურ და ადგილზე შემოწმების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი (სასურველია რაოდენობრივი ანალიზის, ზუსტი მეცნიერებების სპეციალიზაციით); ** მუშაობის გამოცდილება: სასურველია მონაცემთა დამუშავების, პორტფელური რისკების მართვის, სტატისტიკური ანალიზის მიმართულებით გამოცდილება; ** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; ** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS PowerPoint - კარგად; Access, SQL, Python, R - ჩაითვლება პრიორიტეტად; ** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B1; რუსული ენა - B1. კომპეტენციები: ** გარე ან/და შიდა მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება; ** კრიტიკული აზროვნება; ** შედეგზე ორიენტაცია; ** დამოუკიდებლად მუშაობა; ** ინოვაციების ინიცირება და მართვა; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტურობა; ** ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება; ** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა. ანაზღაურება: განისაზღვრება 3000-3500 დარიცხული ლარის ოდენობით. კონკურსის ფორმა: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** წერითი ან/და ზეპირი დავალება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 18 მაისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების სპეციალისტი".

3000 3500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/05/2020
ბოლო ვადა: 18/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: