LOT.ge
საცალო ლიზინგის მენეჯერი ზუგდიდში
საქართველოს სალიზინგო კომპანია
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში:
ლიზინგი დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა, რაც გულისხმობს აქტივით სარგებლობის უფლებას წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხის სანაცვლოდ. ლიზინგის ვადის გასვლის ბოლოს აქტივი გადადის კლიენტის საკუთრებაში.
საცალო ლიზინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა: კონსულტაცია, პროდუქტის გაცნობა;
- ლიზინგის განაცხადის მომზადება დადგენილი სტანდარტებით;
- ლიზინგის ინიცირების, გაცემის და მონიტორინგის პროცესის ეფექტური მართვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში; უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნამუშევარ კანდიდატებს.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (Intermediate Level);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, Outlook, PowerPoint);
- ანალიტიკური აზროვნება;
- გაყიდვების და მოლაპარაკების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2020 წლის 21 აგვისტოს გთხოვთ, სათაურის (‘Subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
სრული განაკვეთი
ზუგდიდი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/08/2020
ბოლო ვადა: 21/08/2020