საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ბათუმში

სადაზღვევო კომპანია პრაიმი

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

 

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა, მათთვის შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;
  • პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის ჩატარება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება, შეთანხმების შემთხვევაში სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
  • ·შეთანხმების შემდგომ დაზღვეულების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მომსახურებით;
  • საცალო და კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით გაყიდვების სხვადასხვა არხების მოძიება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება შესაბამის ვადებში;
  • განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშის მომზადება გაყიდვებთან დაკავშირებით;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტოდაზღვევის ზარალების რეგულირების მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება

  • სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოალაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამაჯერებლობა კომუნიკაციისას;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა და აკურატულობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ოქტომბერი.

 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია,

სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: