LOT.ge
საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი
ქართული აგრო სახლი
კომპანია “ქართული აგრო სახლი” აცხადებს ვაკანსიას საბაზრო გაყიდვების ზედამხედველის პოზიციაზე, თბილისში.
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე; სამუშაო დროის დასაწყისი - 04:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აგრარულ ბაზარში არსებული საბითუმო გაყიდვების პუნქტიდან ყოველდღიურად პროდუქციის რეალიზაცია.
- საბითუმო გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა.
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
- კლიენტთა ბაზის წარმოება.
- იურიდიული და ბუღალტრული საკითხების უზრუნველყოფის კონტროლი კლიენტებთან (სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, სალაროს ჩეკი და ა.შ.).
- შემოსული თანხების კონტროლი.
- ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი და ფასთა ანალიზი.
- ბაზარში არსებულ ფასებზე ინფორმაციის მიწოდება საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის.
- აგრარულ ბაზარში შესყიდვების პროცესში ჩართულობა.
- პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე.
- შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების დოკუმენტაციის შექმნა და დაარქივება.
- სამუშაოს კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება.
- პასუხისმგებელია სამსახურში იმყოფებოდეს დროულად და საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს ზეგანაკვეთურად.
- პასუხიმგებელია სამუშაო ადგილზე იცავდეს შრომის უსაფრთხოების წესებს და პროცედურებს.
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- საშუალო განათლება; პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია გამოცდილება საკვები პროდუქტების ვაჭრობის სფეროში.
- დოკუმენტ-ბრუნვის წარმოების უნარი.
- პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა.
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2020 წ. 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gah.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:
საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020