საბანკო პროდუქტების განყოფილების უფროსი

ბანკი ქართუ

სს ,,ბანკი ქართუ“ აცხადებს საბანკო პროდუქტების განყოფილების უფროსის ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი

 

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქართველოს საფინანსო ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების/სერვისების  კვლევა და ანალიზი
  • სხვადასხვა საბანკო პროდუქტის აღწერილობის შექმნის და განახლების პროცესის მართვა
  • საბანკო პროდუქტების კვლევითი პროექტების მომზადების, განხილვის და სხვა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ორგანიზება
  • საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებელთა მოთხოვნების კვლევითი პროექტების მომზადების, განხილვის, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების პროცესის ორგანიზება და მართვა
  • ბანკის არსებული პროდუქტების / სერვისების დახვეწის, გაუმჯობესების და განვითარების პროექტების მომზადების პროცესის ორგანიზება
  • ახალი, ინოვაციური საბანკო პროდუქტების / სერვისების შემუშავების და დანერგვის პროცესების მართვა
  • საბანკო პროდუქტების /სერვისების კონკურენტული ანალიზის მომზადება
  • საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ბანკის ვებ-გვერდზე და სხვა საინფორმაციო რესურსებში განთავსების/განახლების მონიტორინგი
  • საპილოტე პროექტების გაშვების პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
  • ბანკის პროდუქტებისა და სერვისის განვითარების მიზნით ბანკის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ორგანიზება და მართვა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, სოციალური მეცნიერებების სფეროში
  • მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში მსგავს თანამდებობაზე
  • კვლევების განხორციელების გამოცდილება
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითობა
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, რუსული და ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ფლობა
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Visio, Power Point, MS Project Management)
  • პროექტის მართვა
  • ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
  • მოლაპარაკებების და შეხვედრების ეფექტურად წარმართვის უნარი
  • კარგი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელობა, გუნდურად/ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, CV გამოგზავნონ მისამართზე: vacancy@cartubank.ge. განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მარტი.

 

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/03/2020
ბოლო ვადა: 31/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: