LOT.ge
რეზერვი უნივერსალური მოლარე ქუთაისში
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი უნივერსალური მოლარის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილდებარეობა: ქუთაისი და ახლომდებარე ქალაქები
,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ძვირფასი ლითონების შეფასება
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა
დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
სრული განაკვეთი
ქუთაისი , სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/11/2020
ბოლო ვადა: 25/11/2020