რეზერვი უნივერსალური მოლარე

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი უნივერსალური მოლარის თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი (დამატებით საგარეჯო, რუსთავი, დუშეთი)

 

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
  • სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • ძვირფასი ლითონების შეფასება

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა

 

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.


სრული განაკვეთი
თბილისი ,  საგარეჯო ,  რუსთავი ,  დუშეთი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/12/2020
ბოლო ვადა: 23/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: