რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია

საქართველოს განახლებად ენერგიის კომპანია მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია არის კერძო, ქართული კომპანია რომელიც ავითარებს პროექტებს ენერგეტიკის მიმართულებით.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • სისტემიდან მონაცემების ამოღება და მონაცემთა ბაზების დამუშავება;
  • IFRS სტანდარტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშების მომზადება/მონაწილეობა ანგარიშების მომზადებაში;
  • კომუნიკაცია გარე აუდიტორულ კომპანიასთან;
  • ბიზნეს რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადება/მონაწილეობა მომზადების პროცესში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აღრიცხვის და რეპორტინგის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • IFRS სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დაძაბულ რეჟიმში და მკაცრ დედლაინებში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
  • რეპორტინგის, აუდიტის ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1.5 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ ACCA F7 სერთიფიკატი მქონე კანდიდატებს.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: recruitment@grpc.ge არაუგვიანეს 2020 წლის 30 ოქტომბრისა.

 

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/10/2020
ბოლო ვადა: 07/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: