რეგისტრატორი

ნიუ დენტი

“ნიუ დენტი“ აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას თბილისში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე და შაბათს ნახევარი განაკვეთი.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • გახსნილი ამბულატორიული ბარათების რეგისტარციის არქივში დაარქივება და საჭიროების შემთვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/სტომატოლოგიური მიმართულებით);
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება,
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 მაისი , 2020 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/niu-dentis-registratori/269

 

„ნიუ დენტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის

ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/05/2020
ბოლო ვადა: 28/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: