რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, თელავსა და მარნეულში

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ რეგიონებში - ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, თელავი და მარნეული.

 

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა
  • პოტენციური კლიენტის მოძიება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება
  • გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია რუსული, თურქული ან ინგლისური ენების ცოდა

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • მიზანსწრაფულობა
  • მოტივირებულობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
  • კომუნიკაბელურობა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: sopo.ramishvili@irao.ge.  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციისა და რეგიონის დასახელება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ივნისი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!


სრული განაკვეთი
ქუთაისი ,  ახალციხე ,  მარნეული ,  ბათუმი ,  თელავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 29/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: