LOT.ge
რეცეფციის თანამშრომელი
პსპ ფარმა
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპოდენციის მიღება, აღრიცხვა, განაწილება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
- შემოსული სტუმრების შეკითხვებზე პასუხი, საჭირო ინფორმაციის მოძიება და გაცემა;
- უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ დავალების შესრულება;
- საოფისე ტექნიკასთან მუშაობა (პრინტერი, ფაქსი, სკანერი, ქსეროქსი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარულ/სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- კურსები/ტრენინგები ოფისის ადმინისტრირებაში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ანალოგიურ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
- გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
- სატელეფონო კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა და დელიკატურობა;
- პუნქტუალობა და აკურატულობა;
- კომუნიკაბელობა;
- კონფლიქტური სიტუაციის პრევენციისა და დარეგულირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 მარტი, 2020 წელი.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 13/03/2020