რძის მანქანის მძღოლი

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.   

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.  

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს რძის მანქანის მძღოლის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

  • საოპერაციო გეგმის შესრულების მიზნით რძის შემგროვებელი პუნქტებიდან ნედლი რძის გადაზიდვა კომპანიის ქარხნამდე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
  • რძის ავსება/დაცლის პროცესის კონტროლი კომპანიაში არსებული პროცედურის შესაბამისად.
  • რძის ავზების დაცლის შემდგომ ავზების რეცხვის/ სისუფთავის უზრუნველყოფა.
  • ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა უფლებამოსილ პირებთან კოორდინაციით

 

კანდიდატის პროფილი:

  • განათლება - საშუალო
  • აუცილებელია მართვის მოწმობა - C კატეგორია
  • მინიმუმ 3 წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა  

რას გთავაზობთ?

  • დასაქმება 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში ევროპასა და საქართველოში
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • სტაბილური ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
  • ტრანსპორტირება
  • კვება  

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუვიანეს 10 მაისისა, 2020  და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/04/2020
ბოლო ვადა: 13/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: