ქსელის აუდიტი

მზიური

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, მაკფა, ლინდტი, ჰაგისი, ბიუბხენი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ქსელის აუდიტის თანამდებობაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თვეში ერთხელ საქართველოს სხვადა-სხვა რეგიონში კომპანიის საწყობის ნაშთების აღწერა. ** სადისტრიბუციო ქსელის აუდიტი (ფინანსური დავალიანების და ნაშთების აღწერა). ** კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლების მიერ სადისტრიბუციო ქსელში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შემდგომი დამუშავება და შეფასება. ** გაწეული სამუშაოების ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან. ** სავაჭრო წარმომადგენლების არსებული ქონების შეფასება. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** სადისტრიბუციო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა ** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel. პიროვნული უნარები და თვისებები: ** მოლაპარაკებების წარმოება ** კომუნიკაბელურობა ** მოწესრიგებულობა ** შრომისმოყვარეობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ანალიტიკური აზროვნება სამუშაო პირობები და ანაზღაურება: სრული განაკვეთი: ორშაბათი/პარასკევი სამუშაო საათები: 10:00 -18:00. ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე 800 ლარი, შემდეგ 1000 ლარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქსელის აუდიტი".


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/03/2020
ბოლო ვადა: 12/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: