ქსელების ადმინისტრატორი

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ქსელების ადმინისტრატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით; კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) ანაზღაურება: შეთანხმებით; მდებარეობა: ქ. თბილისი. ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება პროფესიონალი, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება. ფუნქციები: ** ზემდგომ ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით ამუშავებს გეგმებს, სახავს ამოცანებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას; ** ახორციელებს საკომუნიკაციო ინსფრასტრუქტურის და შესაბამისი სისტემების ინსტალაცია-კონფიგურირებას და აკეთებს უსაფთხოების მონიტორინგს; ** მონიტორინგს უწევს მომხმარებლების მიერ ინტერნეტის მიზნობრივ გამოყენებას; ** აკონტროლებს ქსელის წარმადობას და უზრუნველყოფს ქსელური რესურსების ეფექტურ გამოყენებას; ** კომპეტენციის ფარგლებში ერთვება მიმდინარე პროექტებში და ახორციელებს საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას; ** პერიოდულად აბარებს ანგარიშს ხელმძღვანელ პირს; ** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს. პასუხისმგებლობა: ** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვების მომზადებას; ** დავალების შესრულების პროცესში, ახდენს ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლების ხარისხი: ბაკალავრი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ** CCNA კურსის გავლის სერტიფიკატი; ** სასურველია CCNP ცოდნა; ** ქსელური სერვისების კონფიგურირება, ადმინისტრირება: EIGRP, OSPF, Cisco VPN, IPSec, GRE, L2, L3 Switching; ** ქსელის სამონიტორინგო სისტემების დანერგვის გამოცდილება; ** უპირატესობად ჩაეთვლება FortiGate ფაერვოლთან მუშაობის გამოცდილება. უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი ** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომპლექსური აზროვნება; ** დროის ეფექტიანი მართვის უნარი; ** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი; ** ხარისხზე ორიენტირება; ** პროდუქტიულობა; ** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციისდასახელება - "ქსელების ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/05/2020
ბოლო ვადა: 11/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: