LOT.ge
ქოლცენტრის ოპერატორი/რეზერვი
საქართველოს ფოსტა
„საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
- მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
- მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
- 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
ძირითადი უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველება;
- გუნდური მუშაობა;
- პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- ჯგუფური გასაუბრება
- ინდივიდუალური გასაუბრება
- ტესტირება
- სტაჟირება
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი (რეზერვი)“.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 14.03.2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 14/03/2020