ქოლ-ცენტრის ოპერატორი

zoommer

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე: 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1 

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებელთა ზარების მიღება და პასუხი; 
  • ტელეფონის/ონლაინ ჩატის საშუალებით მომხმარებლისათვის დახმარების გაწევა ან შესაბამის სამსახურთან გადამისამართება; 
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, ახალი და არსებული პროდუქციის შესახებ; 
  • ონლაინ განვადებების მონიტორინგი; 
  • შეკვეთების დარეგისტრირება და გადანაწილება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;  

 

ძირითადი მოთხოვნები 

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში;  
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

პირობები: 

  • ანაზღაურება: 450 ლარი ხელზე ასაღები + ყოველთვიური ბონუსი. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV  გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy.marketing@zoommer.ge . გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:    ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

450 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/05/2020
ბოლო ვადა: 26/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: