ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ტექნოსერვისი

სერვისცენტრი "ტექნოსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10-დან 19 სთ-მდე; შაბათი 11-დან 18 სთ-მდე. ანაზღაურება: 600 ლარი გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე, ანაზღაურებადი, ხელფასის 70%-ის ოდენობით სერვის ცენტრი "ტექნოსერვისი" წარმოადგენს საყოფაცხოვრებო, აუდიო-ვიდეო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი მრავალი ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრს საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან (2004 წ.) უზრუნველყოფს სხვადასხვა ბრენდების გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, კერძოდ: საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის დაზიანებების დიაგნოსტიკას, შეკეთებას, მონტაჟს და ა.შ. მოვალეობები: ** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა; ** სერვის ცენტრის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, შეკვეთების მიღება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** პირველადი სატელეფონო კონსულტაციის გაწევა-ნივთის გამოყენების წესებთან დაკავშირებით ** შესაკეთებლად შემოსული ნივთების მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის ** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ასაკი: 20-32 წელი ** უმაღლესი განათლება. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სრულყოფილად; ** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად (წერა, მეტყველება თავისუფლად) ** სასურველია შესაბამის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელური ** დეტალებზე ორიენტირებული ** სხარტი აზროვნება ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი ** დამოუკიდებლად და ასევე გუნდთან ერთად მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: info@technoservice.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2020 წელი.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/03/2020
ბოლო ვადა: 15/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: