ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი

კლინიკა „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” დასავლური განათლებისა და გამოცდილების მქონე ექიმების მიერ დაფუძნებული კლინიკაა.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ საუკეთესო, თანამედროვე ევროპული მედიცინის პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების სტანდარტი საქართველოში.

ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს. თუ თვლით, რომ თქვენი ადგილი „თიმშია“, გაეცანით მოთხოვნებს და გამოგვიგზავნეთ CV.

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობის გამოცდილებით
  • პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში (სადაზღვევო კომპანია, ჰოსპიტალი , ამბულატორია)
  • სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარებზე პასუხი
  • პაციენტის წინასწარი ჩაწერა
  • Facebook გვერდის შეტყობინებებზე და კომენტარებზე პასუხი.
  • ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

„თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით. შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით და შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების

დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.

მისამართი: ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16

ტელ: (032) 2 900 001

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 10 აგვისტო 2020 წელი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/08/2020
ბოლო ვადა: 10/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: