ქოლ-ცენტრის ოპერატორი

საინფორმაციო ცენტრი 118 08

"საინფორმაციო ცენტრი 118 08" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ვაკანსია ენერგიული, პოზიტიური და მოაზროვნე ახალგაზრდებისთვის! თუ გსურს: ** იმუშავო სასიამოვნო, პოზიტიურ და საინტერესო გარემოში ** ყოველი შენი სამუშაო დღე იყოს დატვირთული სიახლეებით ** ყოველდღიურად განვითარდე და ისწავლო ბევრი რამ ** შენი გრაფიკი იყოს მორგებული შენზე და მთელი დღე არ გაატარო სამსახურში მაშინ გამოგზავნე CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@08.ge და წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". მოთხოვნები: ** გამართული მეტყველების უნარი ** სასურველია სასაუბრო დონეზე ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა ** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail). ** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, ამას ჩვენ გაძლევთ. ძირითადი უნარ-ჩვევები: ** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: ** ჯგუფური გასაუბრება ** ინდივიდუალური გასაუბრება ** ტესტირება. გელოდებით, თუ ხარ: ** ენერგიული ** შრომისმოყვარე ** შემოქმედებითი ** კრეატიული. ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 310-დან 410 ლარამდე, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 05/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: