ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

განაკვეთი: სრული

ხელშეკრულების ვადა: 6 თვე

 

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შემოსულ შეკითხვებზე/ მოთხოვნებზე/შენიშვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირება ან საჭიროებისამებრ, გადამისამართება.
  • მიღებული ზარების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება სპეციალურ ფაილში.
  • კომპანიის ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ონლაინ კომუნიკატორის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შემოსულ შეკითხვებზე/მოთხოვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა, აღნიშნული მიზნით შესაბამისი კომპეტენციის პირისთვის მიმართვა და ინფორმაციის გამოთხოვა; გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღრიცხვა და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება;
  • საჭიროების შესაბამისად, კომპანიის მომსახურების სისტემაში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების შექმნის და სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
  • სამსახურის საქმიანობის პერიოდული ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობის დავალების ან შესაბამისი ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
  • სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
  • სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.
  • დღის განმავლობაში მოქალაქეთა მხრიდან დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა.
  • SMS ტექსტების მომზადება და მომხმარებელთან გაგზავნის უზრუნველყოფა.
  • კვლევების ჩატარების მიზნით მომხმარებელთან უკუკავშირი და მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა);
  • ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში.

 

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დამაჯერებელი  კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს,  მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის  18 მაისამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე.

 

განცხადების განხილვის შედეგად შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/05/2020
ბოლო ვადა: 16/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: