ქოლ-ცენტრის ოპერატორი

OPPA

სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge  და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი.  

პოზიციის მიზანი:

  • მომხმარებლის სატელეფონო დახმარება/კონსულტაცია
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/ ან დამათვარებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი მიმართულებით);
  • მინ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი;

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მომხმარებელთა სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
  • შემომავალი ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და რეაგირება;
  • გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
  • სპეციალურ პროგრამაში შემოსული პრობლემების შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური ინფრომაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და აქციების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

 

 

უნარები:

  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხარტი და ლოგიკური აზროვნება.

 

 

ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.  

გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/03/2020
ბოლო ვადა: 08/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: