ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ნიკორა ტრეიდი

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  5000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მიღება
  • შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის სამსახურთან
  • ელ. ფოსტისა და “chat”- ის საშუალებით მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
  • სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
  • მომხმარებლების რეგისტრაცია და ბაზების სრულყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გამოკითხვა კვლევის კითხვარის შესაბამისად

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • სრულყოფილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • დაგეგმვისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი
  • დამოუკიდებელად მუშაობის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ‘’ ქოლ-ცენტრის ოპერატორი’’. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/ გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 01/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: