ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მეტრომარტი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office –ცოდნა;  

   ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
  • მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთა მომსახურების სერვისის მონიტორინგი;  

   პიროვნული თვისებები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დაძაბულ სამუშაო რეჟიმში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი  

  სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება 500ლარი
  • სრული განაკვეთი
  • სამედიცინო დაზღვევა

 

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV /ფოტოსურათით მისამართზე  anjelika@ameritech.ge 2020 წლის 20  მაისის   ჩათვლით.

  გთხოვთ,  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/05/2020
ბოლო ვადა: 19/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: