ქოლ-ცენტრის ოპერატორი

კრედო ბანკი

დამსაქმებელი:               სს „კრედო ბანკი“

თანამდებობა:                 ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სამუშაო ადგილი:          თბილისი

 

 

სს „კრედო ბანკი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • პროფესიული ტრენინგები;

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი (5 თვეში 1 თვე ღამის ცვლა)

 

პოზიციის მიზანი:

ქოლ-ცენტრის ოპერატორი უზრუნველყოფს ორგანიზაციის  პოტენციური მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის სატელეფონო  მომსახურებას, მათი მაქსიმლური კმაყოფილების მიზნით, ახდენს  კომპანიის ცნობადობის, ეფექტურობის და პროდუქტიულობის ზრდას და ეხმარება კომპანიას, გაზარდოს ლოიალურობის დონე.

 

ძირითადი პასუხისმგებლობა:

  • შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება  სტანდარტების დაცვით;
  • განაცხადების დარგისტრირება;
  • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
  • მომხმარებელთა მომსახურება ონლაინ ჩატის და სოციალური ქსელის მეშვეობით;
  • მარკეტინგული კვლევების ხარისხიანად შესრულება და მენეჯერისითვის მიწოდება დადგენილ ვადებში;
  • უკმაყოფილო მომხმარებლის მომართვის შემთხვევაში დროული რეაგირება  და დახმარების გაწევა,  კომპეტენციის ფარგლებში.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით).

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ქოლ-ცენტრში, ან საბანკო სისტემაში კლიენტთა მომსახურების სფეროში  სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო  დონეზე;
  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • სასიამოვნო ხმის ტემბრი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პიროვნება;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
  • გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი; 
  • აქტიური და ყურადღებიანი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 18 მარტის ჩათვლით


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: