ქოლ-ცენტრის ოპერატორი

kcall.ge

კომპანია K•Call აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის და ღამის ცვლა). K•Call არის პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ნებისმიერი ზომისა და ტიპის კომპანიასთან. ჩვენი მომსახურება ხორციელდება დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ჩვენივე ოფისიდან მართავს სხვა კომპანიების ქოლ ცენტრს. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული 400-550 ლარი (დამოკიდებულია ცვლების რაოდენობასა და უცხო ენების ცოდნაზე) მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიების არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა ** შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა ** ინფორმაციის მიწოდება/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება ** სოც. ქსელებში შემომავალ შეტყობინება/კომენტარებზე პასუხის გაცემა ** CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა ** პოტენციურ/აქტიურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიცაზია ** აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ენები: აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური (სასაუბრო დონეზე ცოდნა) ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობა ** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველება და კომუნიკაბელურობა ** მოლაპარაკების ეფექტურად მართვა ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ორგანიზებულობა ** განვითარებაზე ორიენტირებულობა ** დროის ეფექტური მართვის უნარი ** სწრაფი ადაპტაციის უნარი დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@kcall.ge არაუგვიანეს 9 ნოემბრისა. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ქოლ ცენტრის ოპერატორი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

400 550 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/10/2020
ბოლო ვადა: 09/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: