ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ჰელფი დიჯითალი

კომპანია "ჰელფი დიჯითალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო კვირა: კვირაში 5 დღე. დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე

დასვენება: კვირაში 2 დღე. ანაზღაურება: ფიქსირებული და მზარდი. 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი
  • კომპანიაში არსებულ პროგრამებში სხვადასხვა მონაცემების დამუშავება
  • შემომავალ ონლაინ (Chat) შეტყობინებაზე პასუხი
  • დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • მომხმარებელთა პრობლემებისა და დაბრკოლებების გამოვლენა და მყისიერი მოგვარება
  • სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება
  • შედეგსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა, მათთან პოზიტიური, პროფესიონალური დამოკიდებულება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
  • კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარებისა და წესების დაცვა
  • გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • თავაზიანობა, ემოციური მდგრადობა, ყურაღება, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა
  • დახვეწილი და გამართული მეტყველება
  • სხარტი აზროვნება, ორგანიზებულობა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობა
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ დონეზე მართვის უნარი
  • დროის მენეჯმენტი
  • ქართული ენა - მშობლიური
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბროდ (კანდიდატებს რომელთაც ეცოდინება ორივე ენა - მიენიჭებათ უპირატესობა)
  • კომპიუტერის და MS Office-ის ცოდნა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ cv ელ-ფოსტაზე  a@helpy.ge ან დაგვიკავშირდით: +995 595 914 738


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/03/2021
ბოლო ვადა: 21/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: