ქოლ ცენტრის ოპერატორი
Domino DIY Hypermarket
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებზე დროულად პასუხის გაცემა;
- მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწუვრავი ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
პირობები:
- 3 დღიანი ცვლა, 09:00 – 22:00 საათი;
- 500 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 04/08/2020