პურის მცხობელი

ბაბუს პური

კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებითაც დაკომპლექტდება ჩვენი მეგობრული, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. "ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმტებას ჩვენთან ერთად! კომპანია ეძებს პურის მცხობელს. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მე-3 დღეს (24 საათიანი ცვლა); ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** საწყისი ანაზღაურება 700 ლარი; ** საკვების ანაზღაურება; ** სხვადასხვა ბენეფიტს; ** იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან: ** აუცილებელია საწარმოში პურის ცხობის გამოცდილება; თანამდებობრივი პოზიციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოში მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით; ** გამფუებელი კაბინიდან სტელაჟების გამოღება, საცხობი ლანგრების ღუმელში მოთავსება; ** ღუმელიდან პურების გამოღება და საწარმოო ხაზზე განთავსება; ** ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ; სამუშაო ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32; თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან შეავსე აპლიკაცია - https://forms.gle/54V5P9KaQSruztrC9 აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5 ივლისი. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით. "ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/06/2020
ბოლო ვადა: 05/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: