პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

სემეკი

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თანამდებობრივი სარგო : 3000 ლარი. ადგილების რაოდენობა : 1 მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი მოთხოვნები: ** საქართველოს მოქალაქე; ** ასაკი - 18 წლის; სპეციალური მოთხოვნები: ** პროფესია: გამოყენებითი მათემატიკა ან ინფორმაციული ტექნოლოგიები; ** მინიმალური განათლება: ბაკალავრი; ** სამუშაო გამოცდილება: 5 წელი; კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა: ** Microsoft Office Word - ძალიან კარგი; ** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი; ** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი; ** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი; ** "Windows" - ძალიან კარგი; ** "Windows Server" - ძალიან კარგი; ** "Linux" - კარგი. ენების ცოდნა: ** ქართული ენა - ძალიან კარგი; ** ინგლისური ენა - კარგი. დამატებითი მოთხოვნები: ** ქსელური მოწყობილობების როუტერების, სვიჩების (Cisco) კონფიგურაცია / ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნა; ** ისეთი პროტოკოლების და ტექნოლოგიების კარგი ცოდნა, როგორიცაა TCP, UDP, IP, BGP, OSPF, EIGRP, RIP, NAT, CiscoIPS; ** VPN ქსელის კონფიგურაციისა და ადმინისტრირების ცოდნა; ** ქსელის დაცვის სისტემების (Barracuda) ცოდნა; ** სასურველია CCNA ან უფრო მაღალი დონის სერტიფიკატის ქონა; ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაციით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** კომუნიკაბელურობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრის უნარი. ფუნქციები: ** ქსელური მოწყობილობების როუტერების, სვიჩების (Cisco) კონფიგურაცია /ადმინისტრირება; ** VPN ქსელის კონფიგურაცია და ადმინისტრირება; ** კომისიის ვირტუალური სერვერების (VMware) ადმინისტრირება; ** კომისიის ქსელის მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა. საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს ორგანული კანონი "შრომის კოდექსი"; ** საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ; ** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №1 ბრძანება "ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"; ** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება "ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"; ** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანება "კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ"; ** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 თებერვლის №7 ბრძანება "ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დამტკიცების შესახებ"; ** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №245 ბრძანება "ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ"; ** კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: ** უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ. ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ** სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას). წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/03/2020
ბოლო ვადა: 01/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: