LOT.ge
პროგრამისტი
პსპ ფარმა
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე
ფუნქცია-მოვალეობები
- ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების განხორციელება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
- ახალი ფუნქციონალის შექმნა/შემოწმება/ტესტირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- PHP/Mysql/SqlServer მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- C# მუშაობის ცოდნა/გამოცდილება ჩაითვლება უპირატეასდ.
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლიანი ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge
გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 მარტი, 2020 წელი.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 13/03/2020