პროგრამის ოპერატორი

ნოვა

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” ((www.NOVA.ge www.AVZI.ge ) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში;

 

მოვალეობები:

უზრუნველყოს:

  • სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა / კონტროლი;
  • საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა;
  • ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება;
  • ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);
  • რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა;
  • საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება;
  • წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა);
  • მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.
  • ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა-წარმოება (ინფორმაციის სათანადო წესით აღრიცხვა);
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით სასურველია;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Eხცელ, ჭორდ) კარგად ცოდნა;
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
  • RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პედანტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა.

 

ანაზღაურება – კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით;

სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “პროგრამის ოპერატორი”.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/06/2020
ბოლო ვადა: 20/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: