პროექტის უმცროსი მენეჯერი

ვაბაკო

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის. ვეძებთ პროექტის უმცროს მენეჯერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს. ძირითადი სამუშაო: ** განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით ყოველკვირეული დეველოპმენტ სამუშაოების დაგეგმვა გუნდთან ერთად; ** ამოცანების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; ** გუნდის წევრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შორის სწორი და დროული კომუნიკაციის ორგანიზება; ** გუნდის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა; ** დეველოპერთა გუნდის შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით; ** პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; ** ანაზღაურება - 800-1000 ლარი ხელზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior Project Manager

800 1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 19/05/2020
ბოლო ვადა: 18/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: