პროექტის ოფიცერი

CSDC

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ოფიცრის პოზიციაზე პროექტში "COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა". სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაოს ხანგრძლივობა: 5 თვე თვიური ანაზღაურება: 550 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებში აქტიური ჩართულობა, ჩართულ გუნდის წევრებთან მჭიდრო კოორდინირებით საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება; ** მარტოხელა და მიუსაფარ ქალებთან გადაუდებელი დახმარების სერვისის მენეჯმენტის უზრუნველყოფა/ველზე მუშაობა; ** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა საოფისე საქმიანობები. ​ სავალდებულო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა; ** პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა. წარსადგენი დოკუმენტები: ** CV (ავტობიოგრაფია) ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; ** 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელფოსტაზე: info@csdc.ge 2020 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "პროექტის ოფიცერის ვაკანსია".

550 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/09/2020
ბოლო ვადა: 18/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: