პროექტის კოორდინატორი

უფლებები საქართველო

ააიპ "უფლებები საქართველო" (ყოფილი "კონსტიტუციის 42-ე მუხლი") აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. პროექტის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით. სამუშაოს დაწყების დრო: 18 მაისი, 2020 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული) მოვალეობები: ** პროექტის მართვა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; ** პროექტის გუნდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელების ზედამხედველობა; ** პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება; ** შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და სამართლებრივი მოსაზრებების/დასკვნების მომზადება; ** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ** მედიასთან კომუნიკაცია და შესაბამის აქტივობებში მონაწილეობის მიღება; ** პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელება. ** ორგანიზაციის საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება და ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ჩაითვლება უპირატესობად); ** სამართლის ან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; ** მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება; ** ​სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად; ** ენების ცოდნა: ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (მინიმუმ C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად. ​უნარ-ჩვევები: ** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და კვლევის უნარები; ** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა; ** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა; ** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ა/წ 13 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vladimermkervalishvili@gmail.com უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ** CV (ინგლისურ და ქართულ ენაზე); ** სამოტივაციო წერილი ** არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი; ** ორი რეკომენდატორის მონაცემები შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად). ინგლისური ენის კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით, შესაძლოა კანდიდატმა დამატებით გაიაროს ტესტირება. კანდიდატი შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი 2 თვიანი ვადით; სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

750 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/05/2020
ბოლო ვადა: 13/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: