პროექტის კოორდინატორი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "SECTOR"-ის ფარგლებში. სამუშაო განაკვეთი: სრული პროექტის მიზნობრივი რეგიონები: (სამეგრელო, აჭარა და გურია) სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე თვიური ხელფასი: 650 ევროს ექვივალენტი ლარში (დარიცხული) პროექტის მენეჯერის მოვალეობები: ** ორგანიზაციაში პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში შინაარსობრივი და ტექნიკური კუთხით დაგეგმვა, პროექტის განხორციელების მართვა და კონტროლი. ** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სრული ციკლის ფასილიტაცია. ** პროექტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა. ** პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და ახალგაზრდებთან კომუნიკაცია. ** შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშების და დოკუმენტების მომზადება. ** საგანმანათლებლო და დასაქმებაზე ორიენტირებული აქტივობების მონიტორინგი და ყოველკვირეული ინფორმაციის დამუშავება/სტატისტიკის წარმოება და წარდგენა. კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება: ** უმაღლესი განათლება ** მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო სექტორში (სასურველია რეგიონულ დონეზე საჯარო კოლეჯებთან და განათლებაში ჩართულ კერძო სექტორთან მუშაობის და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის გამოცდილება); ** აგრარული პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება; ** კერძო სექტორის საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის უზრუნველყოფისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის დამყარების კუთხით მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლების კონტექსტში ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** განათლების პროფილის საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი შრომის დისციპლინა; ** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები: ** რეზიუმე (CV) (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც). ** სამოტივაციო წერილი. მისამართზე: info@gfa.org.ge დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. გასაუბრებისათვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 16 სექტემბერი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/09/2020
ბოლო ვადა: 23/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: