პროექტის ფინანსისტი

მუნიციპალური განვითარების ფონდი

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ფინანსისტის თანამდებობაზე. ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/ ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2000-დან 4000-მდე (დარიცხული) გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე სამუშაოს აღწერილობა ** თანამდებობის სახელწოდება: ფინანსური დეპარტამენტი-პროექტის ფინანსისტი ** უშუალო ზედამხედველი: ფინანსური დეპარტამენტის უფროსი ** არაპირდაპირი ზედამხედველი: აღმასრულებელი დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საქმიანობის სფერო: ფინანსური დეპარტამენტი: საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული პროგრამების ფინანსური ოპერაციების მართვა; პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტირების, გადახდების, აღრიცხვის, ანგარიშგების საკითხებში ფინანსური დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წესების და მოთხოვნების შესაბამისად დონორთან შესაბამისი პროგრამებისთვის დადგენილი წესით ანგარიშგების წარდგენა. შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით წლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობა და აუდიტორებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება; მოვალეობები: ** აწარმოებს პროექტთან დაკავშირებულ აღრიცხვას და ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ** უზრუნველყოფს, რომ პროექტის ყველა ანგარიში იწარმოებოდეს შესაბამისი დონორების სახელმძღვანელო პრინციპებისა და ნორმების შესატყვისად; ** უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში გადასახდელად წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას და გადასახდელი ვალდებულებების დროულ გადახდებს. რაიმე უზუსტობის/პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დროულად წარუდგენს ინფორმაციას ფინანსური დეპარტამენტის უფროსს/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ** ყოველთვიური ფულადი ნაკადების, მათ შორის: შემოსულობების, გადასახდელების, მისაღები თანხებისა და დავალიანებების მონიტორინგის და ანალიზის გზით უზრუნველყოფს გადასახდელი ვალდებულებებისთვის საჭირო რესურსის/ასიგნების მონიტორინგს და ცვლილების საჭიროების შესახებ დროულად აცნობებს ფინანსური დეპარტამენტის შესაბამის პასუხისმგებელ პირს. ** დახმარებას უწევს აუდიტის პროცესს, აუდიტისათვის ამზადებს პროექტის წლიურ ფინანსურ ანგარიშებს, კოორდინაციას უწევს პროექტის აუდიტის ღონისძიებებს და თანამშრომლობს აუდიტორებთან; უზრუნველყოფს, რომ პროექტის ყველა ანგარიში წარმოებდეს დონორების შესაბამისი რეგულაციების შესატყვისად, დონორებისათვის მისაღები ტექნიკური დავალების შესაბამისად. განიხილავს დასკვნებს და ახორციელებს საჭირო ცვლილებებს; ** ამზადებს და დონორს წარუდგენს კვარტალურ შუალედურ არააუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშებს, დონორთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული ფორმითა და ვადებში; ** ამზადებს ყველა სახის საჭირო დოკუმენტაციას (თანხის გამოთხოვის განაცხადი, ხარჯების ანგარიშები, ჯამური ანგარიშები და ა.შ.) დონორისათვის წარსადგენად სპეციალური ფულადი ანგარიშის დროულად შევსების, დონორის მიერ პირდაპირი გადახდის განხორციელების ან ავანსის შემცირების მოთხოვნით; ** აწარმოებს მომწოდებლების ანგარიშფაქტურების (ინვოისების) დასამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეკრებას, შემოწმებასა და ვიზირებას. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში რეგულარულად აღრიცხავს გადახდების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების დოკუმენტაციას, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად. ვალდებულია საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, დაასრულოს წინა თვის ოპერაციების ბუღალტრული გატარებები შესაბამის პროგრამაში. ამის შემდგომ, ამოწმებს პროგრამის ფარგლებში ბუღალტრული ნაშთების სისწორეს და არაუგვიანეს-საანგარიშოს თვის 10 რიცხვისა, განახორციელებს შედარების პროცესს ფინანსური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერთან; ** ამზადებს სახაზინო სამსახურის ანგარიშებიდან მომწოდებლებისათვის გადახდების განხორციელების ელექტრონულ დოკუმენტაციას ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში. მათ შორის, სახაზინო სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ახდენს ხელშეკრულებების დარეგისტრირებას, ვალდებულებების აღებას, ამზადებს ინვოისებს გადახდებისათვის, ინვოისის კონტრაქტის პირობებთან შესატყვისობის დადგენით; არეგისტრირებს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტს; უზრუნველყოფს ყველა გადახდის დროულად, კონტრაქტის პირობების და დონორების სახელმძღვანელო პრინციპების, ნორმების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისად წარმოებას; ** რეგულარულად ახორციელებს სპეციალური სახაზინო ანგარიშის ნაშთების შედარებას პროექტის ანგარიშებთან და დონორის კლიენტთან ურთიერთობის ელექტრონული სისტემასთან. რეგულარულად ახორციელებს პროექტის სახსრების გაუხარჯავი ნაშთების ვალუტების (ლარი/დოლარი/ევრო) გადათვლას; ** ახდენს მიღებული დოკუმენტაციის დახარისხებას, ელექტრონული მომსახურების შესაბამისი პროგრამებიდან ყველა საჭირო დოკუმენტის ამობეჭდვას და პროგრამის, პროექტის და ხელშეკრულების ფარგლებში დახარისხებული დოკუმენტების შესაბამის საქაღალდეებში შენახვას, ორგანიზაციაში დადგენილი წესით; ** ამზადებს და უზრუნველყოფს შასაბამის ანგარიშების წარდგენას შიდა აუდიტის სამსახურისთვის, წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში; ** მოთხოვნისამებრ წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, დონორისთვის და ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მხარისთვის; ** თანამშრომლობს დონორების მისიებთან პროექტის რეგულარული ფინანსური მართვის ზედამხედველობის განსახორციელებლად და სათანადოდ ითვალისწინებს მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს; პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე აწარმოებს ოფიციალურ კორესპოდენციას; საკითხების განხილვის საფუძველზე, შესაბამის ელექტრონულ სისტემაში, ამზადებს წერილებს, ახდენს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წერილების ოფიციალურ ვიზირებას; შემოსულ წერილებზე ახდენს დროულ რეაგირებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: ** აკადემიური ხარისხი საბუღალტრო აღრიცხვაში, ფინანსებში, ან ეკონომიკური პროფილის სხვა სფეროში; ** მინიმუმ ხუთ-წლიანი მუშაობის გამოცდილება, ბუღალტერიის, ბიუჯეტირების, გადასახადების, აუდიტის, ან ფინანსური საქმიანობის სხვა სფეროში; ** კარგად ფლობდეს ქართულს და ინგლისურს, წერითი და ზეპირი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები ორივე ენაზე (ინგლისური - C1); ** სასურველია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიზნების და ფინანსური პროცედურების კარგად ცოდნა. კერძოდ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია ან სხვა დონორი ორგანიზაციები) ან მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ფინანსების განხრით. ** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - Microsoft office (Excel, Word), ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა Oris Manager-ის კარგი ცოდნა; ** ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკის თავისებურებების და პროცედურების, ასევე, საბუღალტრო პროცესების და პრინციპების კარგი ცოდნა. პროფესიული უნარ-ჩვევები: ** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ** პრობლემათა გადაწყვეტის პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ** პროგრამის ფინანსური მართვისთვის საჭირო მართვის უნარ- ჩვევები; ** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზაციის უნარ- ჩვევები; ** თანამშრომლობა/გუნდური მუშაობა. სამუშაო პირობები: სამუშაო პირობები დაფუძნებულია და იმართება საქართველოს კანონმდებლობით, მგფ-ის შიდა პროცედურებით და შრომითი ხელშეკრულებით. სამუშაოს აღწერილობა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად: ** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა. ** მეორე ეტაპი - პროფესიული ტესტირება ** მესამე ეტაპი - გასაუბრება განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23.06.2020. გთხოვთ, შეავსოთ CV და გააკეთოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/60928


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/06/2020
ბოლო ვადა: 23/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: