პროექტების წერის და ფონდების მოძიებს კურსი
ევროპული განათლების აკადემია ბიდისი
,,პროექტების წერა ფონდების მოძიება
ტრენინგ კურსი შეიცავს როგორც თეორიულ, ასევე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებებს, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებში იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპროექტო/საგრანტო განაცხადების წერისათვის. აღნიშნული მოდული მოიცავს, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული პროექტების წერის სწავლებას, აგრეთვე, ეხება პროექტის მოცულობის, დროისა და ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვას.
კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე, კვირაში 3 საათი
კურსის მიზანი:
- მონაწილეებმა მიიღონ პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტის წერისათვის საჭირო აქტუალური ცოდნა, განივითარონ ისეთი უნარები, რომელიც მათ დაეხმარება წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაში.
- ტრენინგის პროცესში მონაწილეები თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით შექმნიან საკუთარ მცირე პროექტებს .
ტრენინგ-კურსის პროგრამა:
- შესავალი პროექტების წერაში ;
- ბიზნეს პროექტები და არაკომერციული საგრანტო განაცხადები;
- პროექტის საჭიროებების განსაზღვრა;
- როგორ მოვემზადოთ საპროექტო განაცხადის შექმნისთვის;
- პროექტის მიზნების ეფექტური ბმა საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან
- პრობლემების სწორად იდენტიფიცირების გზები ღირებული მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბებისთვის;
- საგრანტო პროექტის დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- საგრანტო პროექტის დაინტერესებული მხარეების ანალიზი;
- პროექტის რესურსების ეფექტური განსაზღვრა;
- პროექტის ბიუჯეტირება და რისკების დაზღვევა;
- პროექტის მონიტორინგის და შეფასების ინდიკატორები, მექანიზმების შემუშავება;
- თანამედროვე ტექნოლოგიები საგრანტო პროექტების წერაში;
- მცირე საგრანტო პროგრამების განაცხადების წერის სპეციფიკა;
- ევროკავშირის და სხვადასხვა ტიპის პროექტების წერის სპეციფიკა, მაგალითები;
- საგრანტო / საპროექტო განაცხადის ტექნიკური გამართვა;
- დონორებთან ეფექტურის კომუნიკაციის დამყარების გზები და ტექნიკები
- ფონდების მოძიება - ადგილობრივი და საერთაშორისო დონორები, მათი სპეციფიკა
- სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები, როგორც დონორები და მათი მახასიათებლები
სატრენინგო მოდული მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- შემთხვევის ანალიზი /Case studies
- პრაქტიკული სამუშაო
- დისკუსია
- პრეზენტაცია
- ჯგუფური მუშაობა
- ინდივიდუალური მუშაობა
- გონებრივი იერიში / Brainstorming /
კურსის გავლა შესაძლებელია ; თბილისი, დ.აღმაშენებელის #172, გორი, გარსევანიშვილის #3, ქუთაისი, 9 აპრილის #2 თელავი, აღმაშენებლის #14 bdc.academy@gmail.com +995 593 25 25 08 +995 593 00 06 84
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/11/2020
ბოლო ვადა: 12/12/2020