პროექტების მართვის ოფისის უფროსი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის ოფისის უფროსის პოზიციაზე. სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც დასაქმებულს საშუალებას აძლევს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით. ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება; თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების მართვა; ოფისის საქმიანობაში თანამშრომელთა სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა; თანამშრომელთა მოტივირებასა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; თანამშრომლებისთვის ნათელი, სამართლიანი და კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფა; ** პროექტების პორტფელის მართვა, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინაცია; ** პროექტების პორტფელის მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება, ინიციატივების და პროექტების პრიორიტეტების დადგენის პროცესის ორგანიზება; ** საპროექტო გუნდის წევრების მხარდაჭერა, მიმართულებების განსაზღვრა და კომუნიკაცია; ** პროექტების მართვის პროცედურებისა და მეთოდების შემუშავების და დანერგვის უზრუნველყოფა; ** პროექტების მართვის სფეროში ბანკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება; ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების და/ან პროექტის მართვის სფეროში) ** მუშაობის გამოცდილება: პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის 5 წლის გამოცდილება; მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება; ** უცხო ენები: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. კომპეტენციები: ** თანამშრომლის განვითარებისა და მოტივირების უნარი; ** საქმიანობის დაგეგმვის, ამოცანების ეფექტიანად დელეგირებისა და მიღწეული პროგრესის მონიტორინგის უნარი; ** გადაწყვიტილებების მიღების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; ** ცვლილებების ინიცირება და მართვა. თანამდებობრივი სარგო: 6 153 ლარი (დარიცხული). კონკურსის ფორმა: გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 4 ოქტომბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: პროექტების მართვის ოფისის უფროსი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/09/2020
ბოლო ვადა: 09/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: