პროექტების მართვის მენეჯერი

ნუტრიმაქსი

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა, ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით. კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/ Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax კომპანია მუდმივად ცდილობს ახალი მიმართულებების განვითარებას, რისთვისაც ესაჭიროება უნარიანი, შრომისმოყვარე ადამიანების ჩართულობა. ამ ეტაპზე ბიზნეს იდეების მხარდასაჭერად და განსავითარებლად " ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის მიზნების განსაზღვრაში მონაწილეობა; ** პროექტის აღსრულებისთვის საჭირო ყველა ეტაპის დაგეგმვა და აღსრულების უზრუნველყოფა; ** პროექტის რისკების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და მათზე რეაგირების მოხდენა; ** საპროექტო გუნდის წევრების მხარდაჭერა, მათთვის მიმართულებების განსაზღვრა, მესამე პირებთან კომუნიკაცია; ** პროექტის მსვლელობის შუალედური შედეგების განხილვა, სტატუს რეპორტების მომზადება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** უცხო ენები: აუცილებელია ინგლისური ენა - მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა; ** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ფლობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მულტიფუნქციური; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი; ** პრეზენტაციის ჩატარების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; რას გთავაზობთ: ** სახელფასო დიაპაზონი: 1500-2000 ლარი + საბონუსე სქემა (პროექტების სპეციფიკიდან და წარმატებით შესრულებიდან გამომდინარე); ** დამატებითი სარგებელი (დაზღვევა, მობილური კავშირი, კვება); დამატებითი დეტალები: ** პოზიცია უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს; ** პროექტების სპეციფიკამ შესაძლებელია მოითხოვოს საქართველოს რეგიონებში მივლინებები; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტების მართვის მენეჯერი".


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 31/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: