პროდუქტ-მენეჯერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით

აგროსფერო

კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და  წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, მარნეულსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“.

 

ჩვენი ღირებულებაა:

             პროდუქციის ხარისხი:

წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

              მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა:

„აგროსფერო“-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგია და პარტნიორული ურთიერთობა

              განვითარება და წინსვლა:

„ნობლექსი“ დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და  დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და  მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროდუქტ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  მიმართულებით

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასოფლო სამერნეო ტექნიკის პორტფელის ეფექტური მართვა
  • მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომწოდებლებთან და  პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
  • ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და მოთხოვნების შესწავლა
  • სწორი ფასწარმოქმნა და გაყიდვების სტიმულირება
  • ახალი პროდუქტის დანერგვა-განვითარება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ცოდნა
  • სასურველია განათლება: მექანიკის ინჟინერიისა  და ტექნოლოგიის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ( გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, კომერციული საქმიანობისადმი ინტერესი: ბაზრის კვლევა, მოლაპარაკება,  ანალიზი, შესყიდვა,  გაყიდვების მხარდაჭერა და ა.შ.)
  • აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია გერმანული ენის ცოდნა
  • Excel- ის კარგი ცოდნა  

რეზიუმე გამოაგზავნეთ, მეილზე: hr@noblex.ge  01.08.2020-ის ჩათვლით

გაითვალისწინეთ: აუცილებელია რეზიუმეს გამოგზავნისას, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

ჩვენი პარტნიორი კომპანიის  და მისი ტექნიკის შესახებ ინფორმაცია (იმ კომპანიის, რომელთანაც პროდუქტ-მენეჯერს მოუწევს კომუნიკაცია):

https://www.youtube.com/watch?v=j9p1HRIhiI0

https://www.youtube.com/watch?v=ND-hFhRtdWc

https://www.youtube.com/watch?v=0CmHU3pcZ3k


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 28/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: