პროდუქტ-მენეჯერი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით

აგროსფერო

კომპანია „ნობლექსი 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და  წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“, ასევე, არის ხორბლის თესლის სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია.

 

ჩვენი ღირებულებაა:

პროდუქციის ხარისხი:

  • წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

 

მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა:

  • „აგროსფერო“-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგი და მათთან პარტნიორული ურთიერთობაა

 

განვითარება და წინსვლა:

  • „ნობლექსი“ დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და  დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

 

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about  

ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge

Facebook https://www.facebook.com/Agrosphere.ge/

Youtube: https://www.youtube.com/channel/UC_gnxgvIsEfSC-DHnDB7RnQ

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროდუქტ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  მიმართულებით

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასოფლო სამეურნეო ტექნიკის პორტფელის ეფექტური მართვა
  • მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომწოდებლებთან და  პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
  • ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და მოთხოვნების შესწავლა
  • სწორი ფასწარმოქმნა და გაყიდვების სტიმულირება
  • ახალი პროდუქტის დანერგვა-განვითარება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

სასურველია:

  • განათლება: მექანიკის ინჟინერიის;  სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ან სხვა, მსგავი მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, კომერციული საქმიანობისადმი ინტერესი: ბაზრის კვლევა, მოლაპარაკება, ანალიზი, შესყიდვა, გაყიდვების მხარდაჭერა და ა.შ.)
  • Excel- ის კარგი ცოდნა

 

ჩვენი პარტნიორი კომპანიის  და მისი ტექნიკის შესახებ ინფორმაცია (იმ კომპანიის, რომელთანაც პროდუქტ-მენეჯერს მოუწევს კომუნიკაცია):

https://www.youtube.com/watch?v=0CmHU3pcZ3k

https://www.youtube.com/watch?v=j9p1HRIhiI0

https://www.youtube.com/watch?v=ND-hFhRtdWc

 

რეზიუმე გამოაგზავნეთ, მეილზე: hr@noblex.ge  01.10.2020-ის ჩათვლით

გაითვალისწინეთ: აუცილებელია რეზიუმეს გამოგზავნისას, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: