პროდუქციის მენეჯერი

ახალი ხედვა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00 ანაზღაურება: 1200 + ბონუსი (მომავალში ზრდის პერსპექტივით) ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** არსებული პროდუქტების სრულყოფილად ცოდნა ** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვების პროცესების მართვა ** პროდუქციის მარაგების მუდმივი ანალიზი და ნაშთების კონტროლი ** ბრენდების განვითარება - გაძლიერებისათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი კონტროლი ** წლიური გეგმების, ბიუჯეტების მომზადება პროდუქციის, ბრენდების მიხედვით ** პროდუქტებზე საცალო და კორპორატიული ფასების დასმა. ** გაყიდვების ყოველკვირეული, ყოველთვიურ, წლიური ანალიზი, რეპორტი ** გაყიდვების გუნდისთვის, ყოველთვიური, კვარატალური, წლიური გეგმების დასმა, კონტროლი. ** ბაზრის ანალიზი ** ახალი პროდუქტების დანერგვა ** ახალ პროდუქციაზე პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება გაყიდვების გუნდისთვის ** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება ** სამედიცინო დაწესებულებებში, ორმაგი ვიზიტები ** ვიზიტები რეგიონში ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობისა უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალოგიურ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "პროდუქციის მენეჯერი". თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/08/2020
ბოლო ვადა: 10/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: