პროცესების განვითარების განყოფილების უფროსი

ევექსის კლინიკები

ევექსის კლინიკები  აცხადებს  შერჩევას პროცესების განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  სრული განაკვეთი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკებში არსებული პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ახალი პროცედურების / სტანდარტების გაწერა / დანერგვა
  • ბიზნეს პროცესების განვითარებისთვის ახალი მეთოდების დანერგვა
  • სერვისის მუდმივობის და  უწყვეტობის უზრუნველყოფა
  • ქსელის გამტარიანობის / პროდუქტიულობის მუდმივი ანალიზი და მისი უზრუნველყოფისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება
  • საჭირო პროცედურული და პროგრამული ცვლილებების ინიცირება / განხორციელება / დანრეგვა
  • ხარისხის და ეფექტურობის გაზომვის პარამეტრების შექმნა და სისტემატიური მონიტორინგი
  • პროცესების განვითარების მიმართულებით კომპანიის თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი
  • ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და სუპერვიზია

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულბით
  • აუცილებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე ბიზნეს პროცესების განვითარების / სერვისის ოპერაციების მართვის მიმართულებით
  • სასურველია გამოცდილება პროექტების მარვის ან/და ცვლილებების მართვის მიმართულებით
  • სასურველია ლინ მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება / ცოდნა
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  20 მარტი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/procesebis-ganvitarebis-ganyofilebis-ufrosi/272

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: