პრობლემური სესხების მენეჯერი ლაგოდეხსა და გურჯაანში

ქართული კრედიტი

სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 8 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

პრობლემური სესხების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ლაგოდეხის და გურჯაანის ფილიალები

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2021 წელი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა და გადახდების კონტროლი;
  • რეპორტინგის წარმოება;
  • პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება;
  • დაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები:

  • არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა. (B კატეგორია)

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • მოცემულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს მოუწევს ხშირი გადაადგილება კახეთის ორ რეგიონში, ლაგოდეხსა და გურჯაანში. (და მიმდებარე სოფლებში)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატელეფონო ლიმიტისა და საწვავის ანაზღაურებას.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV)  2021 წლის 25 აპრილის ჩათვლით    შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2021 წლის 30 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
ლაგოდეხი ,  გურჯაანი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/04/2021
ბოლო ვადა: 25/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: