პრისელერი კახეთში

კომპანია ორბიტა

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე,

რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 

 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: 

ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM 

 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე კახეთში. 

    ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა; 
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;  
  • ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება; 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; 
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი; 
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება; 
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;   

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია; 
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • მართვის მოწობა B კატეგორია სავალდებულოა; 
  • საკუთარი ავტომობილი; 
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;  

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს ! 


სრული განაკვეთი
თელავი ,  გურჯაანი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/08/2020
ბოლო ვადა: 17/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: