პრისეილერი
ქართული ღვინის სახლი
კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები პირველი ერთი თვის მანძილზე გაივლიან სტაჟირებას.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრისელერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 3 წელი - ღვინის/ალკოჰოლური სასმელების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- საკუთარ სახელზე გაფორმებული ავტომობილი (სავალდებულოა);
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
- შეკვეთების გაფორმება;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
- კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
- კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
- დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ცინცაძის #58
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:30 სთ. – 18:30 სთ.
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე (ორშაბათი - შაბათი).
ანაზღაურება: 500 ლარი, + ბონუსი.
აღნიშნულ პოზიციაზე განიხილება როგორც მამრობითი, ისე - მდედრობითი სქესის კანდიდატები.
განცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 30 ნოემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „პრისეილერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/11/2020
ბოლო ვადა: 25/11/2020